სიახლეები

ძვირფასო ლეჩხუმელებო!

ძვირფასო ლეჩხუმელებო!
გილოცავთ ახალ 2022 წელს,რომელიც მალე შემობრძანდება!
გასულ წლებში,ისევე,როგორც მთელმა მსოფლიომ,ჩვენმა ლამაზმა კუთხემაც იგრძნო პანდემიის უარყოფითი გავლენა,მაგრამ ყველა თქვენგანი აგრძელებდით თქვენს საქმიანობას,აგრძელებდით ლეჩხუმის საკეთილდღეოდ. ჩემი ამაყი ლეჩხუმელები ხომ სულით არასდროს დაცემულან.
მთავრობის მხრიდან განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი.კიდევ უფრო მეტს ველით 2022 წლისგან.
მინდა, ახალი წელიწადი ბედნიერი ცვლილებების წელი იყოს ჩვენი სამშობლოსთვის, ლეჩხუმისთვის,თქვენი ოჯახებისთვის.ყველა თქვენი და ასევე, ჩვენი საერთო პრობლემა მოგვარდეს.ჯანმრთელობა,ხვავი,ბარაქა, გამრავლება,სულის სიმშვიდე მინდა გისურვოთ,ჩემო საყვარელო ადამიანებო,გეხაროთ სიცოცხლით! ზეიმი ოჯახის წევრებთან,ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
ამ დროს განსაკუთრებული გამხნევება იმ ადამიანებს სჭირდებათ,რომლებიც ოჯახებიდან,სამშობლოდან შორს იმყოფებიან.
მინდა განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს ემიგრანტებს,მედიკოსებს,პედაგოგებს,ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს,ბავშვებს და თითოულ იმ ადამიანს,რომელიც თავისი არსებობით აძლიერებს ლეჩხუმს,ჩვენს სამშობლოს.
წინ შობის თბილი დღესასწაულია.შობა ყველა ჩვენგანს განსაკუთრებით გვიყვარს და გვაიმედებს.
როგორც მერი,პირველად ვხვდები თქვენთან ერთად ახალ წელს.მიგულეთ თქვენს დიდ გულშემატკივრად და მეგობრად.
უფალი გფარავდეთ და გწყალობდეთ, მრავალჟამიერ!
პატივისცემით,
გიორგი ნემსაძე.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი.

სიახლეები