სიახლეები

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული ცაგერის მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), წელსაც არ დაარღვია ტრადიცია და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული 12 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) -,,ადგილობრივი და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა საქართველოში’’ მხარდაჭერით გამართულ, რიგით მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელსაც ათეა-ს აღმასრულებელი დირექტორი - დავით მელუა უძღვებოდა, სპეციალური პრიზები და სიგელები - ქუთაისის, ფოთის, ხარაგაულის, სენაკის, ცაგერის, ზუგდიდისა და ქედის, ასევე, ბოლნისის, ბაღდათის, ლაგოდეხის, ხელვაჩაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.
მუნიციპალიტეტებმა მოქალაქეთა მონაწილეობის, სენაკისა და ცაგერის თვითმმართველმა ერთეულებმა კი, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მიზნით განხორციელებული პროგრამებით გაიმარჯვეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე.
გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს ჯილდო გადასცათ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა .

სიახლეები