სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს სხდომა ჩატარდა

 

   ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში,  საკრებულოს თავმჯდომარის ჭაბუკი ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც  დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, სხდომაზე მიღებულ იქნა შემდეგი განკარგულებები:

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022-23 წლის გენდერული საბჭოს გეგმის დამტკიცების შესახებ  

 

(მომხსენებელი   ჭაბუკი  ჭაბუკიანი).

ცაგერის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს მიერ დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანილი მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონების - არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით - 89.09.23.230; საერთო ფართობით-148.00 კვ.მ. მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლარჩვალი-ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზაციო საფასურის განსაზღვრის შესახებ

(მომხსენებელი  რევაზი  ახვლედიანი).

 

ინფორმაცია ცაგერის მუნიციპალიტეტში 2021 წელს განხორციელებული და გარდამავალი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

 

(მომხსენებელი  მამუკა ხაბულიანი).

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის და ა(ა)იპ ესთეტიკური აღზრდის ცენტრის გაწეული საქმნიანობის და მომავალი ამოცანების შესახებ.

 

(მომხსენებელი  გიორგი კვირიკაშვილი).

 

„ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 1 დეკემბრის  64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

(მომხსენებელი  იური  ლარცულიანი).

 

საკითხების განხილვის შემდეგ, სხდომის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.

სიახლეები