სიახლეები
აგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი ,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის " წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი ,,სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის " წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი.
სკოლა წარმოადგენს ავტორიზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას,რომელიც ახორციელებს არაერათ საგანმანათლებლო,პროფესიული გადამზადების,სასერთიფიკატო პროგრამებს.
სკოლის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტის მიზანი სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში ახალგაზრდა თაობის მოზიდვაა.
აღნიშნული პროექტი საშუალებას აძლევს საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულ ბავშვებს დარგის სპეციალისტებისგან უსასყიდლოდ მიიღონ ცოდნა.
თითოეული მიზნობრივი რეგიონიდან,გენდერული ბალანსის დაცვით,10-15 მოსწავლე შეირჩევა.
სტუმრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


