სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მერის მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ცაგერის სურათების გალერეის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მერის მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ცაგერის სურათების გალერეის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.დაათვალიერა გამოფენა,ესაუბრა გალერეის თანამშრომლებს მათ სამომავლო გეგმებსა და პრობლემებზე.
ასევე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ სასწავლო პროცესს ცაგერის სამხატვრო სკოლაში,დაათვალიერეს მოსწავლეთა ნამუშევრები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზაობა აღნიშნული დაწესებულებებთან აქტიური თანამშრომლობისათვის,ხელოვნების სფეროების მხარდაჭერისათვის.

სიახლეები