სიახლეები
3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
3 თებერვალს, ქალაქ ცაგერში, მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს უდიდესი წმინდანის, მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღე „მაქსიმობა“ აღინიშნა.
საზეიმო წირვა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში,ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა და მრევლმა მურის კლდეკარში, წმინდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში გადაინაცვლეს,სადაც წმინდანის წმინდა ნაწილებია დაკრძალული. აღევლინა პარაკლისი.
სადღესასწაულო ღონისძიებას მრევლთან ერთად ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი,მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა.
"თუ გონების დანიშნულება შემეცნების განათლებაა, ხოლო ეს ნათელი კი ღვთის სიყვარულით იბადება, მაშინ კარგად უთქვამთ, რომ არაფერია ღვთიურ სიყვარულზე დიადი".
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი
წმინდა მაქსიმე ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს!


