სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში 3 მარტის ღონისძიება გაიმართა

3 მარტს ა/ა/იპი "ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის" ცენტრის ორგანიზებითა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა საღამო- "შენ თვალებიდან იები გცვივა", რომელიც ქალთა დღეს მიეძღვნა.ღონისძიებას უძღვებოდა ცენტრის ხელმძღვანელი მარინე სვანიძე. დარბაზში მსხდომ ყველა ქალს საჩუქრად დაურიგდათ ცოცხალი იები, რომელიც მათთვის სპეციალურად მხარის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბატონმა გოჩა ენუქიძემ გამოგზავნა, ეს იყო შეხვედრა დატვირთული დადებითი ემოციებით, სასიამოვნო სიურპრიზებით,სადაც პირველად გაჟღერდა არაჩვეულებრივი კომპოზიტორის ნუკრი კარკაძის სიმღერა "მოლოდინი", რომელიც მან სპეციალურად გულნაზ გოლეთიანისთვის დაწერა,ამ საღამოზე ქალბატონ ნატო სილაგაძეს მიულოცეს კულტურის ამაგდარის საპატიო წოდება, რომელიც მას საქართველოს მწერალთა კავშირმა მიანიჭა.საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიულ ანსამბლი "ლეჩხუმი". ქალთა ვოკალური ანსამბლს"მერდინი",ფოლკლორულ ანსამბლი "სალაღობო",ნანა გოგოლაძე,დაჩი კალანდაძე, ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის ხალხურ საკრავთა ჯგუფი,ამ საღამოსათვის სპეციალურად ჩამოსული სტუმარი ლევან ჯორჯიაშვილი.
ქალბატონებს დედის დღე მიულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მიხეილ მეშველიანმა.
ლამაზი ღონისძიება გვიან ღამემდე გაგრძელდა.

სიახლეები