სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელებში ლაილაშში,უსახელოსა და ორბელში 50 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

აგერის მუნიციპალიტეტის სოფელებში ლაილაშში,უსახელოსა და ორბელში 50 წლისა და უფროსი ასაკის პირთა იმუნიზაციის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გაზრდილია აცრის მსურველ მოქალაქეთა რიცხვი. ყველა მათგანი ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს.ბუსტერის შემთხვევაში კი-100 ლარს.
ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე და მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
გიორგი ნემსაძემ მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.
სოფელ ლაილაშში ვაქცინაცია ჩაიტარა 15-მა მოქალაქემ,უსახელოში 22-მა,ხოლო ორბელში 14-მა.
ორბელის ამბულატორიაში ბუსტერ- დოზით აიცრა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
იმუნიზაციის პროცესი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად გაგრძელდება.

სიახლეები