სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მერის მოადგილესთან, რევაზ ახვლედიანთან ერთად სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ა/ა/იპ ,,ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და ფერმერული მეურნეობის გავითარების ცენტრი"-ს წარმომადგენლები.
აღნიშნული ცენტრის და მერის წარმომადგენლებს დავალებული აქვთ კოორდინირებული მუშაობა, ყოველდღიური კომუნიკაცია ადამიანებთან,რათა დროულად და ორგანიზებულად მოხდეს მოსახლეობის პრობლემების ხელმძღვანელობისთვის გაცნობა.
გიორგი ნემსაძე გაეცნო ამ ეტაპზე თემებში არსებულ საერთო მდგომარეობას,პრობლემებს.დაისახა მათი გადაჭრის გზები.
ასეთი გუნდური მუშაობით მოსახლეობის პრობლემების გადაჭრაც,შესაძლებლობის ფარგლებში,მაქსიმალურად მცირე დროში მოხდება.

სიახლეები