სიახლეები

საქართველოში მიმდინარეობს აქცია ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკიდან შემოვიდა მომართვა უსასყიდლო დონორებთან დაკავშირებით.
ეს კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტებით.
გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში-გავიღოთ სისხლი და გადავარჩინოთ სიცოცხლე.
ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰეპატიტი “ც“, აივ ინფექცია, სიფილისი).
აქციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაკითხოთ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურში.

სიახლეები