სიახლეები
ქალაქ ბათუმში ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითრებაში“
გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა -ფაზა 2 „ ის ფარგლებში ბათუმში ჩატარდა ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოდგენლებთან თემაზე „მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითრებაში“.
3 დღის განმავლობაში დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტების როლი ადგილობრივ დონეზე ეკონომიკის განვითრებაში, შეფასების ინსტრუმენტები, მუნციპალიტეტების საინვესტიციო პოტენციალი და გამოწვევები, ბიზნესის მხარდამჭერი მექანიზმები.
ტრენინგებს ესწრებოდნენ რაჭა ლეჩხუმ - ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები და ეკონომიკური სამსახურის უფროსები. ტრენინგი ჩაატარეს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის (CTC) წარმომადგენლებმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონალური განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანმშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.


