სიახლეები
საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციასთან შეხვედრა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არასამთავრობო ორგანიზაციასთან - ააიპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ შეხვედრა გაიმართა, თემაზე „სოციალური მომსახურების განვითარება ცაგერში“, კერძოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაცია ააიპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ პროექტების მენეჯერმა ნათია ლომსაძემ და პროგრამების მენეჯერმა ია ცილიკიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ, ისაუბრეს ცაგერში სოციალური მომსახურების განვითარებასთან დაკავშირებით და მუნიციპალიტეტის ჩართულობის მნიშვნელობაზე პროექტის განხორციელების პროცესში.
შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი, მოადგილეები: მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდანა ყურაშვილი და სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თამაზი ჭაბუკიანი.


