სიახლეები
აგერის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მაიორი დანიელ რ.სეკულა ეწვია
ცაგერის მუნიციპალიტეტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მაიორი დანიელ რ.სეკულა ეწვია,
მუნიციპალიტეტში ჯანდაცვისა და სოციალური საჭიროებების გაცნობის მიზნით.
სტუმრებმა დაათვალიერეს რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრი, არსებული აპარატურა. მუნიციპალიტეტის მხრიდან დახმარება ეთხოვათ დიალიზის ცენტრის აშენებასა ფუნქციონირებაზე,ასევე, როგორც მაღალმთიანი და რელიეფურად რთული მუნიციპალიტეტი, უხვი ნალექის პერიოდში მძიმე ტექნიკის საჭიროებაზე. ამერიკის საელჩომ დახმარება აღუთქვა მუნიციპალიტეტს.
სტუმრებს შეხვდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი და მარიკა კოპალიანი,სოციალურო და ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი,რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერი მირანდა ბაბლუანი.


