სიახლეები

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური იწყება!

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური იწყება!
ეროვნულ ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ:
ავთენტიკურ ჯგუფებსა და სასოფლო ანსამბლებს
ხალხური სიმღერის მუნიციპალურ და თვითმოქმედ ანსამბლებს
ტრადიციულ ხალხურ საკრავთა ანსამბლებს
საოჯახო ანსამბლებს (მუსიკა, ქორეოგრაფია)
ქორეოგრაფიულ ანსამბლებს
ინდივიდუალურ შემრულებლებს (სიმღერა, ცეკვა, საკრავი)
მთქმელებს, ავტორ-მთქმელებს, შემკრებებს
ხალხური რეწვის და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს
სახვითი ხელოვნების ოსტატებს
ფესტივალის კრიტერიუმების, ვადების, მომზადებისა და მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ანკეტები, ფესტივალის დებულება და სარეკომენდაციო წერილი
ფესტივალის მონაწილის მინიმალური ასაკია 15 წელი, ბავშვების მონაწილეობა დასაშვებია სიმღერისა თუ ცეკვის საოჯახო ანსამბლებსა და ხალხური რეწვის სახეობებში.
ანკეტები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ PDF ფორმატით ელექტრონულ ფოსტაზე
nationalfestival2022@gmail.com
ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონულად, მითითებულ ბმულებზე
ზეპირსიტყვიერება https://bit.ly/FolkFestPoetry
ხალხური რეწვა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - https://bit.ly/FolkFestCrafts
ხალხური მუსიკა და ქორეოგრაფია - ჯგუფური ანკეტა
ხალხური მუსიკა და ქორეოგრაფია - ინდივიდუალური ანკეტა
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
593 26 21 90
599 85 49 90

სიახლეები