სიახლეები

ცაგერის მერმა და მერის მოადგილეებმა ლეჩხუმში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ,მერის მოადგილეებმა გიორგი მახათაძემ და მიხეილ მეშველიანმა დედის დღე, გაზაფხულის დადგომა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს ლეჩხუმში მცხოვრებ მრავალშვილიან დედებს,მათ შორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს მარიკა ბენდელიანს,რომელიც ოთხი ვაჟის დედაა,აქედან სამი მათგანი ტყუპია.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ქალთა დღესასწაული ცოცხალი ყვავილებით მიულოცეს მერიის,საბავშვო ბაღების და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლებს და პედაგოგებს.
ვულოცავთ ყველა ლეჩხუმელ ქალბატონს ქალთა დღესასწაულებს და დიდ ბედნიერებას ვუსურვებთ!

სიახლეები