სიახლეები

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მოადგილეებთან- ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მოადგილეებთან- ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
იწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელების ახალი ეტაპი.მერის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით,აგრეთვე,გრაფიკი,რომლის მიხედვითაც ჩატარდება საერთო კრებები მუნიციპალიტეტის თითოეულ სოფელში.
მერმა წარმომადგენლებს დაავალა მჭიდრო კომუნიკაცია მოსახლეობასთან.პრიორიტეტების შერჩევა მოსახლეობაზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ, აუცილებელია, განსახორციელებელი პროექტების შერჩევისას მათი მაქსიმალური ჩართულობა.
თათბირზე განიხილეს სოფლებში არსებული სხვადასხვა პრობლემები და დასახეს მათი გადაჭრის გზები.
მერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მაქსიმალურ მოწესრიგებასა და სოფლების ცენტრებში მოსაცდელი სივრცეების მოწყობაზე.

სიახლეები