სიახლეები
საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდანა ყურაშვილი.
კომისიამ აღნიშნულ სხდომაზე განიხილა შემდეგი საკითხი: ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 20 იანვრის # 4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.


