სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის",მუნიციპალიტეტის თხოვნით,ცაგერის მუნიციპალიტეტს 12 ეტლი გადასცა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლად

არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის",მუნიციპალიტეტის თხოვნით,ცაგერის მუნიციპალიტეტს 12 ეტლი გადასცა შეზღუდული შესაძლებლობის პირთა გადასაადგილებლად.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ,მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან,რევაზ ახვლედიანთან და ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან,დავით ჩაკვეტაძესთან ერთად,აღნიშნული ეტლები ოჯახებში გადასცა ქალაქ ცაგერში და ლეჩხუმის სოფლებში მცხოვრებ ბენეფიციარებს.
მსგავსი ტიპის აქციები ძალზედ მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების პირობების გაუმჯობესებისათვის.

სიახლეები