სიახლეები
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა
25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა.
ეს დღე ყველას გვახსენებს, რომ სწრაფვა თავისუფლებისა და განვითარებისკენ, მოითხოვს შეუპოვარ ბრძოლას ამ ღირებულებებისთვის.
დღესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, თუმცა ჩვენივე ისტორია გვაძლევს მაგალითს და რწმენას, რომ თავდაუზოგავი შრომითა და შეუპოვრობით თავისუფლება ყოველთვის ამარცხებს ოკუპაციას.
ქედს ვიხრით ყველა გმირის წინაშე, რომელმაც სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლას თავი შესწირა.
საქართველოს მთელ
ტერიტორიაზე დაშვებული სახელმწიფო დროშები.
დიდება გმირებს!


