სიახლეები
სოლიდარობა უკრაინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან
სოლიდარობა უკრაინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონიდან!
"რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტმა დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის დასახმარებლად!
აღნიშნულისათვის მუნიციპალიტეტების სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა შესაბამისი თანხები. აქცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და ჩვენი რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით.
საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ბრძოლას თავისუფლებისათვის. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ბევრი საერთო ინტერესები, საერთო მიზნები და ამოცანები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა ამ საერთო მიზნების მისაღწევად.''
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.


