სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროსა და საკრებულოს სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა (2.03.2022 წელი). სხდომა გხსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებული იქნა დადგენილებები:
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ( მომხსენებელი მამუკა ლეთოდიანი).
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი კარლო მუშკუდიანი).
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის მარტის № 28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი მირზა ქომეთიანი).
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი თამაზ ჭაბუკიანი).
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე).
მიღებულ იქნა განკარგულებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ქონების გადასახადების შესრულების შედეგების შესახებ (მომხსენებელი ზაზა ყურაშვილი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2022 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი მირზა ქომეთიანი).
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


