სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ დედის დღე მიულოცა და ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტში,სხვადასხვა სფეროში მომუშავე 162 ქალბატონს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მეუღლესთან, მოადგილეებთან- ალუდა თუთისანთან, რევაზ ახვლედიანთან, განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან,გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, დედის დღე მიულოცა და ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მუნიციპალიტეტში,სხვადასხვა სფეროში მომუშავე 162 ქალბატონს.
აქციას შეუერთდნენ და ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა და მოადგილემ მარიკა კოპალიანმა.
‘’მინდა მივულოცო დედის დღე ჩვენს ქალბატონებს,რომლებიც შრომობენ ჩვენს გვერდით,პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საქმეს,ამავდროულად,არიან შესანიშნავი მეოჯახეები- მათ შორის:საჯარო მოხელეებს,ექიმებს,პოლიციელებს,მეეზოვეებს,პედაგოგებს,საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებს ... მადლობა გადაუხადო მათ და ბედნიერი დედობა,ბებიობა და ქალბატონობა ვუსურვო.
არიან კიდევ ჩვენში ადამიანები,რომლებთანაც დღეს ვერ მივედით,თუმცა,ისინი ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ.მინდა გულწრფელი მილოცვა მიიღოს თითოეულმა მათგანმა ჩემგან".-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

სიახლეები