სიახლეები

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 მრავალშვილიან დედას და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ ,მოადგილეებთან,ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, დედის დღე მიულოცა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 24 მრავალშვილიან დედას და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
,,ჩვენი სიამაყე არიან მრავალშვილიანი ქალბატონები,რომლებიც ერს უზრდიან შვილებს,ერს მატებენ სიძლიერეს,ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას...მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დედის დღე,მწამს,ასეთი მცირედი ყურადღებაც კი ჩვენგან,ახარებს ამ ღირსეულ ადამიანებს,თუმცა,გაცილებით მეტს იმსახურებენ და ჩვენც შევეცდებით მეტად დავუდგეთ გვერდით გმირ დედებს,ყველა დედას ,თითოეულ ქალბატონს.გილოცავთ და უფლისგან იყავით დალოცვილები"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.

სიახლეები