სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალ შენობაში შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე,მოადგილეებთან,ალუდა თუთისანთან,რევაზ ახვლედიანთან და განათლების,კულტურის,სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან,გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ახალ შენობაში შეხვდა .
მათ,ახალი ხელმძღვანელი,ნიკოლოზ ჩაკვეტაძე წარუდგინა და ისაუბრა იმ გამოწვევებზე,რომელიც არსებობს ტურიზმის კუთხით ცაგერის მუნიციპალიტეტში.
,,თქვენ გაქვთ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია,შესაძლებლობა, თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებაში.ლეჩხუმი მდიდარია ისტორიული ძეგლებით ,ტურისტული ლოკაციებით,ღირსშესანიშნაობებით.დეტალურად უნდა შეისწავლოთ თითოეული მათგანი,რათა დააინტერესოთ საქართველოში ჩამოსული ტურისტი და ვიზიტორი.ამ სფეროს განვითარება დადებითად აისახება ლეჩხუმის ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაზე,თითოეულ თქვენგანზე.მთავარია,მშვიდობა იყოს მთელ მსოფლიოში.წარმატებებს გისურვებთ!"-მიმართა ცენტრის თანამშრომლებს გიორგი ნემსაძემ.
სწორედ ამ ახალ,კომფორტულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დაიდო აღნიშნულმა განახლებულმა სამსახურმა ბინა.


