სიახლეები
ფონდი ,,აფხაზინტერკონტის"(AIC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან(EDEC) ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით,დასაქმების ხელშეწყობის პროექტს-,,სწავლა,წვრთნა,მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!"-განხორციელებას განაგრძობს
ფონდი ,,აფხაზინტერკონტის"(AIC), განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან(EDEC) ერთად,რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში,ევროკავშირის მხარდაჭერით,დასაქმების ხელშეწყობის პროექტს-,,სწავლა,წვრთნა,მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის!"-განხორციელებას განაგრძობს.
36 თვიანი პროექტი,რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში ხორციელდება,მიზნად ისახავს განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაციას,რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმების შედეგების მიღწევას ,სოციალურ ინტეგრაციას,სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში,მერთან,გიორგი ნემსაძესთან, მერის მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან შეხვედრისას, პროექტის კოორდინატორმა მიხეილ ელბაქიძემ ვრცლად ისაუბრა აღნიშნული პროექტის შესახებ.
პროექტის ფარგლებში შეისწავლიან,როგორ უნდა მოამზადონ CV,სამოტივაციო წერილი და მოიძიონ სასუველი სამსახური.
მსურველებს შეუძლიათ ჩაერთონ პროფესიული გადამზადების კურსში და დაეფლონ სასურველ პროფესიას.
გაიარონ სტაჟირება წარმატებულ ბიზნეს კომპანიაში.
ისარგებლონ კვალიფიციური დასაქმების კონსულტანტების დახმარებით სასურველი სამუშაოს მოძიებაში.
პროექტის ფარგლებში 3249 სამუშაოს მაძიებელი მიიღებს ცოდნას და და გაიუმჯობესებს შრომის ღია ბაზარზე სამუშაოს ძიების უნარებს,მათგან 720 პირი ჩაერთვება პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში,რომელთა მინიმუმ 50 პროცენტი დასაქმდება.
მისამართი:ქ.ამბროლაური.დავით აღმაშენებლის ქ N 24
598244789;511110184.
ფონდის წარმომადგლებმა ისაუბრეს ბიზნეს გეგმების შესახებ,რომლებიც ,,აფხაზინტერკონტის" მიერ დაფინანსდა. რეგიონში დაფინანსებული წარმატებული 20 პროექტიდან 12 ცაგერის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კარლო მუშკუდიანი და ცაგერის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ბონდო ხეცურიანი.


