სიახლეები
აგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ,2 მარტს,ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის" წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს ,გიორგი ნემსაძეს და მერის მოადგილეს რევაზ ახვლედიანს შეხვდნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში ,2 მარტს,ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისათვის" წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის მერს ,გიორგი ნემსაძეს და მერის მოადგილეს რევაზ ახვლედიანს შეხვდნენ.
ორგანიზაცია მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და ზრდასრულ პირებთან,ასევე მზრუნველობა მოკლებულ ხანდაზმულებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში,მათ შორის,რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამით" განსაზღვრული ზოგიერთი ქვეპროგრამის გარდა,ორგანიზაცია უზრუნველყოფს ხაანდაზმულთა და შ.შ.მ. პირთა შინმოვლისა და რეაბილიტატაცია-სამკურნალო მასაჟის პროგრამებია განხორციელებას.
ორგანიზაცია გეგმავს აღნიშნული მიმართულებით მუშაობას და სოციალური პროგრამების განვითარებას ცაგერის მუნიციპალიტეტში .
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერსა და ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს,ნანა ლომაძეს, შორის შედგა შეთანხმება მომავალ თანამშრომლობაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი,მოადგილე-მარიკა კოპალიანი,ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი,საკრებულოს ფრაქცია ,,უმრავლესობის" ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე


