სიახლეები

მიმდინარეობს გარე განათების რეაბილიტაცია,იცვლება ნათურები,ხდება დაზიანებული სისტემის განახლება

ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს გარე განათების რეაბილიტაცია,იცვლება ნათურები,ხდება დაზიანებული სისტემის განახლება.
სოფელ ლარჩვალიდან,ცენტრალურ გზაზე,სადაც ქალაქ ცაგერის ცენტრიც შედის, დამონტაჟდა ,ე.წ.,,თბილი ნათების"ნათურები,ხოლო ცაგერის დანარჩენ ქუჩებზე,მათ შორის,სანაპიროს ქუჩაზე-,,თეთრი ნათების" ნათურები,რათა, ასეთმა ტონალობამ განათების აუცილებლობასთან ერთად, გარკვეული სილამაზე შექმნას ღამის ცაგერში
მიმდინარეობს,აგრეთვე,ქალაქ ცაგერის ყველა ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ და მერის პირველმა მოადგილემ ალუდა თუთისანმა.
გიორგი ნემსაძემ აქცენტი სამუშაოების შესრულების ხარისხზე გააკეთა,აღნიშნა,რომ ცაგერის თანამედროვე სტილის ქალაქად გადაქცევა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სიახლეები