სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
7 მარტს,ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ზუბის,ისუნდრის,მახურის,ლუხვანოს, ზარაგულას,ჩქუმის,ქულბაქის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები,მოსახლეობას განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
სოფელი ზუბი- გარე განათების მოწყობა.
სოფელი ისუნდერი-გარე განათების მოწყობა.
სოფელი მახურა-შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია.
სოფელი ჩქუმი-გზისპირა მოსაცდელი.
სოფელი ქულბაქი-გარე განათების მოწყობა.
სოფელი ლუხვანო:ზედა ლუხვანო-ამბულატორიის შენობის აშენება და ძველი შენობის დემონტაჟი. ქვედა ლუხვანო-სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, საქვაბე რეზერვუარის მოწყობა, მილების შეძენა.
სოფელი ზარაგულა:ზარაგულა-ლუხვანოს საავტომობილო გზის რემონტი,ცხაურების,სანიაღვრე არხების მოწყობა და გზის შეკეთება(მოხრეშვა)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.

სიახლეები