სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი.
სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
შ.შ.მ. პირთა ბაზის განახლება.2022 წლის სამუშაო გეგმის გაცნობა.
/მომხსენებელი მირანდა სილაგაძე/.
ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის მიზნით წინადადებების შემუშავება.
/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/
შ.შ.მ. პირების თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა საზოგადოებრივ,კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში.
/მომხსენებელი გიორგი კვირიკაშვილი.
საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებების,მოგზაურობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ადაპტირების შესახებ.
/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
მიმდინარე წელს იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შ.შ.მ. პირების შესაძლებლობების უკეთესი რეალიზებისათვის.

სიახლეები