სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ჩხუტელის,დოღურაშის,ლეშკედის,ოყურეშის,ოფიტარის,კენაშის,აღვის,უსახელოს,ხოჯის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები,მოსახლეობას განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
სოფელი ჩხუტელი:
,,ლეკუმუშის" სასაფლაოს შემოღობვა, ,,ნაგუთის" სასაფლაოს გაწმენდა,
გასულ წლებში დაწყებული გარე განათების დასრულება.
სოფელი დოღურაში: გარე განათების დასრულება.
სოფელი ლასხანა: საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,განათების დასრულება.
კენაში: ცენტრალური და შიდა გზების რეაბილიტაცია.
შუა აღვი:ჩაიდერის უბანში გარე განათების გაგრძელება, ბობოხიძეების უბანში ღელეზე გასასვლელი ფონის მოწყობა და თაგვაძეების უბანში გზის რეაბილიტაცია, გზის მოხრეშვა.
ქვედა აღვი: სპორტული დანიშნულების შენობის მშენებლობის გაგრძელება
სოფელი ზედა აღვი: სასაფლაოზე მისასვლელი გზის მოხრეშვა და სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები, გარე განათების გაგრძელება.
სოფელი ოყურეში:,,არჯევანიძეების უბნის" შემოვლითი გზის რეაბილიტაცია.
სოფელი ოფიტარა:გარე განათების მოწყობა.
სოფელი უსახელო:შიდა სასოფლო გზის დაზიანებული მონაკვეთის შეკეთება,სასმელი წყლის მილების შესყიდვა.
სოფელი ხოჯი :გარე განათების მოწყობა;გოლეთიანების,სკოლის და ფოჩიანების უბანში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება.

სიახლეები