სიახლეები
ფონდმა ,,აფხაზინტერკონტმა“ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამ დღიანი ტრენინგი გამართა
ფონდმა ,,აფხაზინტერკონტმა“ ცაგერის მუნიციპალიტეტში სამ დღიანი ტრენინგი გამართა თემაზე-ქალთა ლიდერობა და ეკონომიკური მდგრადობა რეგიონის განვითარებისთვის.
ფონდმა „აფხაზინტერკონტი“ (AIC) USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო პროექტის: “ქალთა ლიდერობა და ეკონომიკური მდგრადობა რეგიონის განვითარებისათვის” განხორციელება. პროექტი მოიცავს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების (ტყიბული, საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული) და რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების (ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი ) სოფლებში მცხოვრებ თემებს.
პროექტის მიზანია:
მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე თემებში ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება ახალი უნარ-ჩვევების შეძენით, ადვოკატირების წახალისებითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი ხელს უწყობს ქალთა მონაწილეობას ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავებისა და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პროცესში.
პროექტით გათვალისწინებულია:
1. უკვე არსებული ბიზნესით დაკავებული და დამწყები მეწარმე ქალების შესაძლებლობების გაძლიერება, მათთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ–ჩვევების შეძენის გზით. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარი მეწარმე ქალებისათვის დაგეგმილია შესაბამისი ტრენინგ–სემინარების, კონსულტაციების ჩატარება. ისინი შეისწავლიან კონკურენტუნარიანი ბიზნეს გეგმის მომზადებას, ინტერნეტ/რესურსების გამოყენებას, ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც დაეხმარებათ საკუთარი ბიზნესის გაძლიერებაში; პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქალების უფლებებისა და შეღავათების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მეწარმე ქალთა გამოწვევების განხილვა და საჯარო-კერძო სექტორს შორის დიალოგის უზრუნველყოფა.
2. გამოიცემა საინფორმაციო ბროშურები: "საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის სოციალური და საგადასახადო შეღავათები“, რეკომენდაციები: „როგორ დავიწყოთ და გავაძლიეროთ საკუთარი ბიზნესი“;
3. პროექტით გათვალისწინებულია, ბენეფიციარი მეწარმე ქალების მიერ წარმოებული პროდუქციის წარდგენის უზრუნველყოფა ტრადიციულ ფესტივალებზე, გამოფენა–გაყიდვებში, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა კავშირები დაამყარონ სხვა მეწარმეებთან და პოტენციურ კლიენტებთან და ინვესტორებთან;
4. შეიქმნება ბენეფიციარ ქალთა FB ჯგუფი, სადაც განთავსდება წარმატებული მეწარმე ქალების ისტორიები და მათთვის აუცილებელი სხვა სახის ინფორმაციები;
5. პროექტი მუდმივად იზრუნებს ბენეფიციართა ორგანიზაციულ და ფინასურ განვითარებაზე და მდგრადობაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ვებ გვერდი: www.aic.org.ge ; Facebook: NGO AIC ფონდი “აფხაზინტერკონტი”
მისამართი: ქ. ქუთაისი, ნინოშვილი/დავითაშვილის #27/2, ტელ: (431) 26 48 61
ქ. ამბროლაური, დ. აღმაშენებლის #24
საკონტაქტო პირები: არჩილ ელბაქიძე, მობ: 599 17 08 05, ელ. ფოსტა: archil_elbakidze@yahoo.com
ალეკო ტურძილაძე, მობ: 558 53 73 22; ელ. ფოსტა: mask1form@yahoo.com
###


