სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ქვედა ცაგერის,ჭალისთავის ,გვესოს,ნაკურალეშის,ცხუკუშერის,სპათაგორის,ლაცორიის,ლეშკედის,საირმის,ორბელის,ლაჯანის,კურცობის,ალპანის,აჭარის,ზოგიშის,ცაგერას,ლაილაშის,თაბორის,სურმუშის,ტვიშის,ორხვის,ლახეფას,ქორენიშის,დეხვირის,მახაშის,ლესინდის,ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებები,მოსახლეობას განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე.
საერთო კრებებზე მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი პროექტები შეარჩია:
სოფელი ქვედა ცაგერი- სოფლის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.სოფლის სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.,,კულაშის უბანში" სკვერის კეთილმოწყობა. ,,გიორგავა ღელის" სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია.
სოფელი ჭალისთავი- სპორტული დანიშნულების თამაშებისათვის არსებული შენობის რეაბილიტაცია. სოფელი გვესო- გარე განათების მოწყობა. სოფლის წყალსადენის რემონტის სამუშაოები.
სოფელი ნაკურალეში - სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.სასოფლო გზის რემონტი. დიდგორის სკვერის კეთილმოწყობა. სოფელი ცხუკუშერი- სასოფლო გზების რეაბილიტაცია. გარე განათების მოწყობა.
სოფელი სპათაგორი-წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია. სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.
სოფელი ლაცორია-წყალსადენის მოწყობა. ქვედა ლაცორიაში ღია სანიაღვრე არხის მოწყობა. სოფელი ლეშკედა- გზის მოხრეშვა.
სოფელი ორბელი- გარე განათების მოწყობის სამუშაოები. სასოფლო გზების რეაბილიტაცია. ღია სანიაღვრე არხის მოწყობა.
სოფელი კურცობი- სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სოფელი ლაჯანა- გარე განათების მოწყობის სამუშაოები.

სიახლეები