სიახლეები
საგრანტო პროექტის პრეზენტაცია- “აწარმოე საქართველოში” 2022 წლის 22 მარტს გაიმართება
2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, სტრუქტურული რეფორმებით საქართველოში ევროპული ტიპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ახალ ეტაპზე გადავიდა.
პროგრამა წარმოდგენილი იქნება, როგორც ეფექტიანი ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასა და დაბალანსებულ, მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ინიციატივებით ოთხ საპილოტე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი).
პროგრამის განხორციელება ეფუძნება დეცენტრალიზებულ მიდგომას და გულისხმობს რეგიონების მნიშვნელოვან როლს პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროგრამის პრიორიტეტი 3 – „მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ინოვაციები ხელშეწყობა“-ის ფარგლებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ღონისძიებების დასაფინანსებლად (ჯამური ბიუჯეტი - 39.63 მლნ. ლარი) შერჩეულ იქნა სამი სახელმწიფო სააგენტო.
22 მარტს ,11 საათზე ცაგერის მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ მოქალაქეებს შეხვდებიან:
გიორგი დიდიძე - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული და მთის დეპარტამენტის უფროსი;
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი
საგრანტო პროექტის პრეზენტაცია- RDA (სპიკერი - ილია თამარაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტო დირექტორი)
საგრანტო პროექტის პრეზენტაცია- “აწარმოე საქართველოში” (სპიკერი - ლაშა ბოსტაშვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი)
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.


