სიახლეები
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა!
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა,მერის მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა,მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში დაუნის სინდრომის მქონე პირები მოინახულეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე გაეროს ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.
მზის შვილები’’ - ასე უწოდებენ დაუნის მქონე ბავშვებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან, ‘’მეგობრები კი არ ითვლიან ქრომოსომებს’’.
‘’ჩვენ, როგორც ადგილობრივი ისე ცენტრალური ხელისუფლება მზად ვართ ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებასა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზაციას, ვუზრუნველყოთ მათი პიროვნული რესურსის დაცვა და განვითარება. მოგეხსენებათ გასული წლის 14 ივნისს ამბროლაურში, სოფელ სადმელში გაიხსნა სოციალური ინკლუზიის ცენტრი, რომელიც განკუთვნილა, როგორც 18 წლამდე ასაკის ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის, მათი უფლებების დაცვისა და სოციალური ინტეგრაციის მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ცენტრები არსებობდეს ყველა მუნიციპალიტში, რათა ბენეფიციარებს ჰქონდეთ ადაპტირებული გარემო, სადაც ექნებათ დამოუკიდებლად და შეუზღუდავად გადაადგილების, დასვენების განვითარებისა და გართობის შესაძლებლობა. ‘’-აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ.


