სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატატთან გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან პარმენ მარგველიძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, სამუშაო შეხვედრისას, მერის მოადგილეებმა ალუდა თუთისანმა,რევაზ ახვლედიანმა,მერიის სამსახურების ხელმძღვანელებმა, საკურატორო სფეროებში არსებული გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ენუქიძემ და სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დეტალურად განიხილეს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ‘’განახლებული რეგიონები’’-ს , ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის" და სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები.
მსგავსი ტიპის სამუშაო შეხვედრები, ადგილობრივი, ცენტრალური და საკანონმდებლო ხელისუფლებების კოორდინირებული მუშაობით მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების დროულად მოგვარებას უზრუნველყოფს, ამიტომ აღნიშნული ფორმატის შეხვედრები, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაიმართება.

სიახლეები