სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში, ,,წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან" დაკავშირებით, დასუფთავების აქცია გაიმართა.
აქციაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები ჩაერთნენ.
დაასუფთავეს ქალაქ ცაგერში დაწესებულებების,ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, სკვერები, სპორტული მოედნები, ,,მწვანე თეატრი", ტურისტულად მიმზიდველი ადგილები.
დასუფთავების აქცია კამპანია ,,ლურჯი ნაკადული"-ს ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

სიახლეები