სიახლეები

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს იდეების მიღებას იწყებს

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს იდეების მიღებას იწყებს.
ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 4 რეგიონში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია) მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, მეწარმეების მაქსიმალური თანადაფინანსება განხორციელდება.
აღნიშნული პროგრამა, ცაგერში გამართულ შეხვედრაზე, რეგიონის მოსახლეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი დიდიძემ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი,მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი.
ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის მიზნით, 40 მილიონი ლარი გამოეყო სამ სახელმწიფო სააგენტოს: ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სააგენტოები, თავიანთი სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ოპერირებენ და რეგისტრირებულები არიან ევროკავშირის პროგრამით განსაზვრულ 4 საპილოტე რეგიონში: იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, რეგიონული უთანაბრობების შემცირებასა და ტერიტორიულ განვითარებას. ასევე, რეგიონში მოქმედ მეწარმეებს სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელმა დაინტერესებულ პირებს აღნიშნული პროგრამით (სრიგპ) სარგებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში, ბიზნესიდეების მიღებას იწყებს.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართელოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს. გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა. პროგრამის ფარგლებსი 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.
პროგრამაში მონაწილეობისათვის ბიზნესიდეების მიღება დაიწყება 21 მარტს და გაგრძელდება 11 აპრილის 15 საათამდე. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ, მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის გვერდს: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants

სიახლეები