სიახლეები

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ქალაქ ცაგერში, ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდნენ

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი, ქრისტინა კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან,ჭაბუკი ჭაბუკიანთან და მერის მოადგილესთან,რევაზ ახვლედიანთან ერთად, ქალაქ ცაგერში, ,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლებს შეხვდნენ.
,,ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ხელშეწყობის ცენტრი” მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ,,ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის" ახალ შენობაში განთავსდა.
ხელმძღვანელმა პირებმა, ცენტრის დირექტორთან, ნიკოლოზ ჩაკვეტაძესთან და თანამშრომლებთან ერთად, სამუშაო პირობებზე, ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს

სიახლეები