სიახლეები
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა (30. 03. 2022 წელი). სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და
პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს
ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017
წლის 02 აგვისტოს №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ( მომხსენებელი ჭაბუკი ჭაბუკიანი
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების
შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე( მომხსენებელი ჭაბუკი ჭაბუკიანი).
მიღებულ იქნა განკარგულებები:
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში
გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ( მომხსენებელი სოფო გვიშიანი).
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების
მოწონების შესახებ (მომხსენებელი სოფო გვიშიანი).


