სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ცაგერის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, დარეჯან საღინაძეს და კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომელსაც ცენტრი ახორციელებს. მერის მოადგილემ კულტურის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად განიხილა სამსახურის სამომავლო გეგმები, პერსპექტივები და მხარდაჭერა აღუთქვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს.

სიახლეები