სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
ონლაინ პლატფორმის საშუალებით დღის წესრიგის გათვალისწინებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, წარმოდგენილი პროექტების მოწონება განხორციელდა.
საბჭოს სხდომაზე მოწონებულ იქნა შემდეგი პროექტები:
ქ. ამბროლაურში, რეგიონული ცენტრის სოციალურ-ეკონომიკური, სპორტული და საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის გაზრდის მიზნით, მრავალფუნქციური ღია სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
ქ. ცაგერში, უნიკალური პოტენციალის გამოყენებით ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის-დეხვირის ციხეთა კომპლექსის ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ განთავსებული მუზეუმის არტეფაქტებისათვის საგამოფენო სივცეების მოწყობა.
დაბა ლენტეხში, ახალი ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია.
საქართველოში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.
ონლაინ პლატფორმის საშუალებით გამართულ შეხვედრას, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

სიახლეები