სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ოყურეშის, ზუბის, წიფერჩის და დეხვირის საბავშვო ბაღებს ეწვივნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეები რეზო ხეცურიანი, მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, ოყურეშის, ზუბის, წიფერჩის და დეხვირის საბავშვო ბაღებს ეწვივნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელობით პროცესს, მოუსმინეს პედაგოგ-აღმზრდელებს.დაათვალიერეს საბავშვო ბაღებში არსებული გარემო.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნულ ბაღებში პატარებს საჩუქრები გადასცეს, რითაც ძალზე გაახარეს ბაღების აღსაზრდელები.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვლავ გაგრძელდება, ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღი მიიღებს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისგან საჩუქრებს.


