სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან ერთად სოფელ ორბელის და სოფელ ლაჯანის საბავშვო ბაღებს ეწვია

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, მარიკა კოპალიანთან და სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა ხელმძღვანელთან, მარინა ბურჯალიანთან ერთად, სოფელ ორბელის და სოფელ ლაჯანის საბავშვო ბაღებს ეწვია.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ადგილზე გაეცნენ საბავშვო ბაღების აღმზრდელობით პროცესს, აღნიშნულ დაწესებულებებში არსებულ ზოგად მდგომარეობას.
დაათვალიერეს გარემო, სადაც მთელ დღეს ატარებენ პატარები, მოუსმინეს პედაგოგ-აღმზრდელებს.
მსგავსი ტიპის შეხვედრები ცაგერის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში კვლავ გაგრძელდება.

სიახლეები