სიახლეები
მიმდინარეობს აქცია ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკიდან შემოვიდა მომართვა უსასყიდლო დონორებთან დაკავშირებით.
ეს კლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც მკურნალობენ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, რომელთაც სჭირდებათ ახალი სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები.
გთხოვთ, ჩაერთოთ აქციაში-გავიღოთ სისხლი და გადავარჩინოთ სიცოცხლე.
ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება გამოკვლევები (სისხლის ჯგუფი და რეზუსი, ჰეპატიტი “ც“, აივ ინფექცია, სიფილისი).
ძირითადი მოთხოვნები დონორისათვის:
წონა-50 კილოგრამზე მეტი;
არ უნდა იღებდეს ანტიბიოტიკებს და ჰორმონალურ მედიკამენტებს სისხლის ჩაბარების პერიოდში;
მენსტრუალური ციკლიდან 3 დღე უნდა იყოს გასული;
არ უნდა ჰქონდეს სტომატოლოთან ვიზიტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში;
არ უნდა იყოს ახალი ნამშობიარები ან მეძუძური დედა;
არ უნდა ჰქონდეს რკინადეფიციტური ანემია ან შაქრიანი დიაბეტი;
წნევას გავზომავთ ადგილზე და გავესაუბრებით კიდევ ერთხელ.
აქციაში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ მოგვაკითხოთ შ.პ.ს ,,ცაგერის რეგინული ჯანდაცვის ცენტრში" მესამე სართულზე,11 საათზე დაიწყება დონორების მიღება.


