სიახლეები
4 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან
4 აპრილს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნემსაძემ, მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან და რევაზ ახვლედიანთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე რეზო ხეცურიანი და ფრაქცია ,,უმრავლესობის" ლიდერი ონისე ჩაკვეტაძე
თათბირზე მერმა მოისმინა ანგარიში თითოეული სამსახურის ხელმძღვანელისგან.
განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგების საკითხს დაეთმო.
თათბირზე, სხვადასხვა სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობა განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა დეტალური ინფორმაციები წარმოადგინეს მიმდინარე პროექტების შესახებ, სოციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა, ასევე, განიხილეს ბიუჯეტის მიმდინარეობა, კულტურის და სპორტის სფეროებში არსებული პროგრამები, ეკონომიკისა და ქონების მართვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ამ დროისთვის არსებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
გიორგი ნემსაძემ სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და მოუწოდა არსებულ გამოწვევებზე დროული რეაგირებისაკენ.


