სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ცაგერის საავადმყოფოს და სსიპ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს (მენეჯერი ნატო ნემსაძე) ეწვივნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერის მოადგილეები ალუდა თუთისანი და რევაზ ახვლედიანი, ცაგერის საავადმყოფოს და სსიპ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურს (მენეჯერი ნატო ნემსაძე) ეწვივნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ სამედიცინო დაწესებულებებში არსებულ ზოგად მდგომარეობას. გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს.
ღვაწლისათვის, პანდემიის გამო შექმნილი სიტუაციის მართვისათვის, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს და ცაგერის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის მენეჯერს, მირანდა ბაბლუანს , მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


