სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროსა და საკრებულოს სხდომა გაიმართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა (06.04.2022 წელი). სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხსენებელი მამუკა ლეთოდიანი).
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხსენებელი კარლო მუშკუდიანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის #8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხსენებელი იამზე ბურჯალიანი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი მირზა ქომეთიანი).
მიღებულ იქნა განკარგულებები:
ცაგერის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ (მომხსენებელი კარლო მუშკუდიანი).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18-წლამდე და 18 წელს ზემოთ პირებისთვის დღის ცენტრის გახსნის და სოციალური სერვისების მიწოდების შესახებ (მომხსენებელი მაგდა ყურაშვილი).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი ქონების - ადმინისტრაციული შენობის (ს/კ 89.08.25.009), ფართის ნაწილის შენობის პირველ და მეორე სართულზე არსებული 140 კვ.მ. ფართის ა(ა)იპ ,,ერთად რეალური ცვლილებებისთვის“ ს-ნ 401981931 პირდაპირი განკარგვის წესით - სარგერგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) გადაცემის შესახებ (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ობელში მდებარე საყოფაცხოვრებოს შენობის (ს/კ 89.04.25.084), ნაწილის ფართით 56 კვ. მ. (მისამართი: ცაგერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორბელი) კომერციული სამიანობისათვის პირდაპირი განკარგის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე(მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (ს/კ 89.10.21.012), 1000 კვ.მ. ფართობის კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით შექმნილი ქონების, ლაძგვერიის წყაროსთან მდებარე საზოგადოებრივი ნაგებობების მოვლა-პატრონობის მიზნით, კომერციული საქმიანობისათვის პირდაპირი განკარგის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე (მომხსენებელი ტარიელ ნემსაძე).
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ (მომხსენებელი სოფო გვიშიანი).
ამით საკრებულოს სხდომამ მუშაობა დაასრულა.


