სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან, რევაზ ახვლედიანთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას დაესწრო ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნემსაძე, მოადგილეებთან-ალუდა თუთისანთან, რევაზ ახვლედიანთან და ადგილობრივ მრევლთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას დაესწრო ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში.
,,7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მხსნელი.
გილოცავთ ხარების დღესასწაულს განსაკუთრებით თქვენ,ჩემო ლეჩხუმელებო,ვულოცავ თითოეულ ქართველს, ყველა მართლმადიდებელს.
უფლის წყალობა არ მოგკლებოდეთ.უფალი იშვა ადამიანთა ხსნისათვის და ჩვენც შევეცადოთ მცირედი სიხარული მაინც მივანიჭოთ ერთმანეთს.იხარეთ ,,ორსავ სოფელსა შინა"-აღნიშნა გიორგი ნემსაძემ.


