სიახლეები
7 აპრილს, ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს
7 აპრილს, ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ვაჭარაძე, ანალიზისა და ნორმატივების სამმართველოს უფროსი ედუარდ ლეკიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან,ლაშა ჭიჭინაძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ნემსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მევენახეებს და მეღვინეებს შეხვდნენ.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილობრივ მევენახეებს და მეღვინეებს შესთავაზეს იდეა, რომელიც ითვალისწინებს ,,ტვიშის" ადგილწარმოშობის არეალის გაფართოებას.
განმარტეს,რამდენად სასარგებლო იქნება ეს ლეჩხუმისათვის
შეხვედრაზე დაფუძნდა ,,მეღვინეთა და მევენახეთა ასოციაცია", რომლის წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთვებიან მევენახეობასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
სააგენტოს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა ტექნიკური და საკანონმდებლო საკითხებიც გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი იგეგმება, რომლის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმის ღვინის საწარმოებისა და მცირე მარნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ ფესტივალზე მოწვეულ ევროპელ იმპორტიორებსა და ქართველ ექსპორტიორებს, რომლებიც რეგიონის ღვინის პოპულარიზაციით არიან დაინტერესებული.


