სიახლეები

ოლკლორის 2022-ის ჟიური საჩხერისა და ონის შემდეგ ცაგერში ჩავიდა

ფოლკლორის #ეროვნულიფესტივალი 2022-ის ჟიური საჩხერისა და ონის შემდეგ ცაგერში ჩავიდა.
ცაგერის კულტურის სახლმა ცაგერისა და ლენტეხის მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ კოლექტივებს, ავტორმთქმელებს, ზეპირსიტყვიერების შემკრებთ, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს უმასპინძლა.
ლენტეხიდან ანსამბლებმა სვანური სიმღერა-ფერხულები წარმოადგინეს, ზეპირსიტყვიეტების ოსტატებმა კი საკუთარი შემოქმედება და სიტყვიერი ფოლკლორის ტრადიციული ნიმუშები გაგვაცნეს.
ცაგერის ანსამბლმა ტრადიციული ლეჩხუმური სიმღერები შეასრულა.
გამოიფინა ტრადიციული რეწვის, ხეზე მხატვრული კვეთისა და ფერწერის ნიმუშები.
ფესტივალის ჟიური, სამუშო ჯგუფთან ერთად პირველი ტურის ფარგლებში 28 მუნიციპალიტეტში ჩავა.
ეროვნული ფესტივალი 2022-ის პირველი ტური 15 ივნისს დასრულდება. მეორე ტური და ფინალი კი შემოდგომაზე გაიმართება.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი ყოველ ხუთ წელში იმართება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ყველა ფოლკლორული ანსამბლის, ინდივიდუალური შემსრულებლის, თუ საოჯახო ანსამბლის მოსმენა, აღნუსხვა და მხარდაჭერაა.
11 აპრილს მოვუსმენთ და შევაფასებთ სამცხე-ჯავახეთის ფოლკლორს ახალციხესა და ახალქალაქში.

სიახლეები